Tag Archives: მტევნებისა

ქონდრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქონდრომა – კეთილთვისებიანი სიმსივნე, განვითარებული  ხრტილოვანი ქსოვილიდან, რომელიც აზიანებს ძირითადად მტევნებისა და ტერფების გრძელ ძვლებს. განასხვავებენ 2 ფორმას: ენქონდრომები, რომელიც ვითარდება ძვლის სიღრმეში, და ეკქონდრომები, რომლებიც წარმოიქმნებიან ძვლის ზედაპირული შრიდან და იზრდებიან ეგზოფიტურად, გარემომცველი რბილი ქსოვილების მხარეზე. ხშირად მიმდინარეობენ უსიმპტომოდ; ვლინდებიან მხოლოდ ძვლების დეფორმაციითა და პათოლოგიური მოტეხილობებით;

Read More

ფელტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფელტის სინდრომი – (A. R. Felty, ამერიკ. ექიმი)რევმატიული ართრიტის ფორმა, რომელიც სახსრების დაზიანებასთან ერთად ხასიათდება ნეიტროპენიითა და სპლენომეგალიით. სინდრომი ვითარდება რევმატიული ართრიტით დაავადებულებში, როგორც წესი, სისხლის შრატში რევმატოიდული ფაქტორის არსებობისას, საშუალოდ 10 წლის შემდეგ დაავადების დაწყებიდან. სახსრების დაზიანება ხასიათდება კლასიკური რევმატოიდული ართრიტისათვის დამახასიათებელი მტევნებისა და ტერფის მცირე

Read More