Tag Archives: მუცელში

წყლულოვანი არასპეციფიკური კოლიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წყლულოვანი არასპეციფიკური კოლიტი – უცნობი გენეზის ქრონიკული დაავადება, რომლის დროსაც მსხვილი ნაწლავის ლორწოვანის სპეციფიური ანთება იწვევს ეროზიის, წყლულის, ნაწლავის კედლის ნეკროზის განვითარებას. ვლინდება ტკივილით მუცელში, ფაღარათით, ტენეზმებით, ნაწლავური სისხლდენით, მაღალი ტემპერატურით. დიაგნოზი დასტურდება რექტორომანოსკოპიით. შესაძლო გართულებებია: პროფუზული სისხლდენა, კედლის პერფორაცია, მსხვილი ნაწლავის ტოქსიკური დილატაცია. მკურნალობა: დიეტა, გლუკოკორტიკოიდები

Read More

ჩელაიდიტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჩელაიდიტის სინდრომი – ვითარდება ფილტვების რეზექციის შემდეგ; როგორც მარჯვენა ჰემოთორაქსის და მარჯვენა ფილტვის ქვედაწილის მოცულობის შემცირების შედეგი. ვითარდება ბრონქოთორაკალური ფისტულა. რამდენიმე წლის შემდეგ ყალიბდება გართულებები, ნაწლავთა გადაადგილება, ტკივილი მუცელში, ანორექსია, მუცლის ბერვა და სხვ. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა