Tag Archives: მუხლების

მტრედის მუხლების დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მტრედის მუხლების დაავადება – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც აღინიშნება 40 – 60 წლის ასაკის ქალებში და ხასიათდება უეცარი აუხსნელი დაცემით, რომელიც შესაძლოა განმეორდეს წელიწადში რამდენიმეჯერ. შეტევისას თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვა, ან რაიმე ნევროლოგიური სიმპტომი არ აღინიშნება. მსგავსი მდგომარეობა ზოგჯერ წარმოიქმნება ორსულობისას. მიზეზები უცნობია, პროგნოზი – კეთილსაიმედო. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ბრუძინსკის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბრუძინსკის სიმპტომი – ბარძაყისა და მუხლების მოხრა თავის პასიური მოხრის პასუხად. წარმოადგენს მენინგიტისა და სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევების ერთ – ერთ ადრეულ ნიშანს. ბრუძინსკის სიმპტომი აღინიშნება ბავშვებშიც და მოზრდილებშიც, თუმცა ბავშვებში ის უფრო ხშირად გვხვდება მენინგური დარღვევების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები

Read More