Tag Archives: მყესების

შტილერი სახე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტილერი სახე – შტილერის ჰაბიტუსი, შტილერის შესახედაობა, ეგრეთ წოდებული პარალიზირებული (დადამბლავებული) გულმკერდი, ტონალური ასთენია. დამახასიათებელია ტუბერკულოზით დაავადებულთათვის, ასთენიკებისათვის, რომელთაც აქვთ ენტერპტოზი მოძრავი თირკმლით, გულმკერდი ამ დროს არის გრძელი, ბრტყელი, მახვილი ეპიგასტრალური კუთხით. ხშირად პირებს ასეთი გულმკერდით არასამართლიანად აუცილებლად ტუბერკულოზით დაავადებულად მიიჩნევენ. [“3”] გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა

Read More

ტენოლიზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ტენოლიზი  – (ბერძ. Tenon მყესი, ძარღვი + lysis გახსნა, გათავისუფლება)ოპერაცია, რომელიც მდგომარეობს მყესების გათავისუფლებაში გამრემოცველ ქსოვილებთან ნაწიბუროვანი შეხორცებებისაგან. ასეთი შეხორცებები წარმოიქმნება რბილი ქსოვილების დაზიანების, ძვლების მოტეხილობების, ოპერაციული ჩარევების, ხანგრძლივი იმობილიზაციისა და სხვ. შედეგად. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა