სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘მშობიარობა’

ზოგადი ინფორმაცია

ლაქტოვაგი. LACTOVAG. საშოს მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები –  Lactobacillus acidophilus + Lactobacillus casei + Lactobacillus plantarum + Lactobacillus rhamnosus + Bifidobacterium longum + Bifidobacterium bifidum + Streptococcus thermophilus. მწარმოებელი ფირმა – ჯი-ემ-პი (საქართველო).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

გამოდის ტაბლეტის ფორმით. პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს 50×109 ცოცხალ ლიოფილიზირებულ ბაქტერიებს:
Lactobacillus acidophilus 30.0 mg, Lactobacillus casei 6.0 mg, Lactobacillus plantarum 6.0 mg, Lactobacillus rhamnosus 6.0 mg, Bifidobacterium longum  6.0 mg, Bifidobacterium bifidum 3.0 mg, Streptococcus thermophilus  3.0 mg. დამხმარე ნივთიერებებია: ფრუქტოოლიგოსახარიდები, ბრინჯის მალტოდექსტრინი, მაგნიუმის სტეარატი.

პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია

  • დისბიოზი ვაგინალური
  • ვაგინოზი ბაქტერიული
  •  ანტიბიოტიკებით, ციტოსტატიკებით, კორტიკოსტეროიდებით, სოკოსა და ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის პერიოდი და თერაპიის შემდგომი პერიოდი
  • სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები, ქვემწვავე და ქრონიკული
  •  უროგენიტალური ინფექციების სპეციფიური ანტიმიკრობული, ანტივირუსული და იმუნომოდულატორული პრეპარატებით მკურნალობის პერიოდი და თერაპიის შემდგომი პერიოდი
  •  სქესობრივად გადამდები დაავადებების (გონორეა, ქლამიდიოზი, უროგენიტალური ჰერპესი, პაპილომავირუსული ინფექცია და ა.შ.) სპეციფიური ანტიმიკრობული, ანტივირუსული და იმუნომოდულატორული პრეპარატებით მკურნალობის პერიოდი და თერაპიის შემდგომი პერიოდი
  • გეგმიური გინეკოლოგიური სამკურნალო და დიაგნოსტიკური ოპერაციული ჩარევის მოსამზადებელი პერიოდი
  • კონტრაცეპტიული საშუალებების (საშვილოსნოსშიდა სპირალი, კომბინირებული ორალური კონტრაცეფცია, სპერმიციდები) გამოყენება
  • კოლპიტები ჰორმონ-დამოკიდებული
  • სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების რისკი მშობიარობის წინა პერიოდში

პრეპარატის საფირმო აღწერიდან

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნორმალური ვაგინალური მიკროფლორის აღმდგენი და შემანარჩუნებელი საშუალება. ლაქტოვაგის შემადგენელი ბაქტერიები ვაგინალური მიკროფლორის ძირითადი და ბუნებრივი შემადგენელი კომპონენტებია.
ლაქტოვაგის ცოცხალი ლიოფილიზირებული ბაქტერიები ვაგინალურ ეპითელიუმზე კოლონიზაციის შემდეგ გამოიმუშავებენ რძემჟავას, ქმნიან ეკოლოგიურ ბარიერს, რითაც ხელს უწყობენ საშოს ნორმალური პH-ისა და რძემჟავას ნორმალური დონის შენარჩუნებას. შედეგად იქმნება არახელსაყრელი პირობები მჟავამგრძნობიარე პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმების (მათ შორის სოკოების) ცხოველმყოფელობისა და გამრავლებისათვის.
პრეპარატი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საშოს ლორწოვანი გარსის მიკრობული წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენაში და ზრდის ლორწოვანი გარსის მდგრადობას სხვადასხვა პათოგენური გამომწვევისადმი.
ჩვენებები
მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე ვაგინალური ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა კომპლექსურ თერაპიაში:
- ვაგინალური დისბიოზი, მათ შორის ბაქტერიული ვაგინოზი;
- ანტიბიოტიკებით, ციტოსტატიკებით, კორტიკოსტეროიდებით, სოკოსა და ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობის პერიოდი და თერაპიის შემდგომი პერიოდი;
- სასქესო ორგანოების ქვემწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები;
- უროგენიტალური ინფექციების და სქესობრივად გადამდები დაავადებების (გონორეა, ქლამიდიოზი, უროგენიტალური ჰერპესი, პაპილომავირუსული ინფექცია და ა.შ.) სპეციფიური ანტიმიკრობული, ანტივირუსული და იმუნომოდულატორული პრეპარატებით მკურნალობის პერიოდი და თერაპიის შემდგომი პერიოდი;
- გეგმიური გინეკოლოგიური სამკურნალო და დიაგნოსტიკური ოპერაციული ჩარევის მოსამზადებელი პერიოდი, როგორც პროფილაქტიკური საშუალება პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების თავიდან ასაშორებლად;
- კონტრაცეპტიული საშუალებების (საშვილოსნოსშიდა სპირალი, კომბინირებული ორალური კონტრაცეფცია, სპერმიციდები) გამოყენების შემთხვევაში;
- ჰორმონ-დამოკიდებული კოლპიტები, როგორც მონო – ასევე კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში სპეციფიკური ჰორმონული საშუალებებით მკურნალობის ფონზე;
- პროფილაქტიკის მიზნით მშობიარობის წინა პერიოდში, სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების რისკის ჯგუფის ორსულებში.
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად, 1 კაფსულა ერთხელ დღეში ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.
ანტიბიოტიკოთერაპიასთან კომბინაციაში ლაქტოვაგი ინიშნება 2 საათით ადრე ანტიბიოტიკის მიღებამდე ან ანტიბიოტიკის მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
მკურნალობის კურსი შეადგენს არანაკლებ 20 დღეს, შემდგომში დაავადების სიმპტომებიდან გამომდინარე დასაშვებია მკურნალობის გახანგრძლივება.
ვაგინალური მიკროფლორის გაუმჯობესება მოსალოდნელია პრეპარატის მიღებიდან 2 კვირის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 4-6 კვირისა.
გვერდითი მოვლენები
ინდივიდუალური მგრძნობელობითი რეაქციები პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
ლაქტოვაგის გამოყენება არ მოითხოვს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვას.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი. ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

Viewed 1021 times by 221 viewers

სექსოლოგიის განმარტებითი ლექსიკონი

სქესობრივი სიმწიფე – სქესობრივი მომწიფების ბოლო სტადია, ადამიანის ორგანიზმის გარკვეული მდგომარეობა, რომლის დროსაც სქესობრივი ცხოვრება, ჩასახვა, ორსულობა და მშობიარობა ითვლება ნორმალურ მოვლენად.

___________________________________________

 ….

Viewed 3224 times by 1157 viewers

განმარტებითი ლექსიკონი

კეგელის ვარჯიშები – ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც შემოთავაზებული იყო 1950 წელს გინეკოლოგ არნოლდ კეგელის მიერ; ეს ვარჯიშები იმ ქალებისთვისაა, რომლებსაც აქვს მშობიარობის შემდეგ მოშარდვის კონტროლთან სირთულეები; განკუთვნილია შორისის ერთ-ერთი კუნთის ტრენირებისთვის. ამის შედეგად აღინიშნება უნებლიე მოშარვის შეწყვეტა და ამავე დროს სექსუალური ტონუსის მომატება.

 

___________________________________________

 ….

Viewed 1424 times by 287 viewers

konsultaciebi

vaka