Posts Tagged ‘მცენარე’
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ტანინები – ფენოლური ნაერთები, რომელსაც შეიცავს მრავალი მცენარე. უნარი აქვთ წარმოქმნან მდგრადი კავშირები ცილებთან და სხვა ბიოპოლიმერებთან. გამოიყენება მედიცინაში როგორც შემკვრელი საშუალებები.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 676 times by 168 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
სპოროტრიქოზი – (sporotrichosis; სინ.: ბერმან – გუჟეროს დაავადება, სპოროტრიქოზული ლიქენი) ქრონიკული ღრმა მიკოზი, რომელიც აზიანებს კანს, კანქვეშა უჯრედისს, ლორწოვან გარსებს, ლიმფურ კვანძებს, იშვიათად შინაგან ორგანოებსა და ძვლებს. ინფექციის წყაროა ნიადაგი, ზოგიერთი მცენარე. ინფექციის შეჭრის გზაა დაზიანებული კანი, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 8 – 30 დღეს, ზოგჯერ 6 თვემდე. განასხვავებენ შემდეგ კლინიკურ ფორმებს: ზედაპირული (ეპიდერმალური და დერმალური), კანქვეშა ლოკალიზებული (ლიმფური), დისემინირებული და ვისცერული (სისტემური). ზედაპირული ფორმის დროს კანზე ჩნდება ფოლიკულიტები, აკნე, პაპულები, მიკროაბსცესები, პაპილომატოზური ან ფსორიოზული გამონაყარი. კანქვეშ ლოკალიზებული ფორმა გვხვდება ყველაზე უფრო ხშირად. თავდაპირველად წარმოიქმნება უმტკივნეულო კვანძი დიამეტრით 0,5 სმ, მკვრიველასტიური კონსისტენციის, რომელიც შემდგომში იზრდება, ეხორცება კანს; კანი მის ზემოთ ნეკროზდება, წარმოიქმნება წყლული – სპოროტრიქოზული შანკრი. კანის დისემინირებული სპოროტრიქოზი შესაძლოა იყოს წყლულოვანი, გუმოზურ – წყლულოვანი, წყლულოვან – ვეგეტირებადი და აბსცენდირებელი; კლინიკურად მოგვაგონებს პიოდერმიას. ვისცერული ფორმის დროს ზიანდება ფილტვები, კუჭ – ნაწლავის ტრაქტი, ღვიძლი, ელენთა, კუნთები, სახსრები. დაზიანებული ფილტვების სიმპტომატიკა მოგვაგონებს ფილტვის ტუბერკულოზს, ძვალ – სახსროვანი აპარატის – გუმოზურ სიფილისურ დაზიანებას, ოსტეომიელიტის, პერიოსტიტის სახით. ვისცერული სპოროტრიქოზი მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურით, ჰემატოლოგიური მაჩვენებლების ცვლილებებით, ზოგადი მდგომარეობის დარღვევებით.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 3408 times by 349 viewers
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
საპროფიტები – მცენარეები, სოკოები და ბაქტერიები, რომლებიც იკვებებიან მკვდარი ორგანიზმების ორგანული ნივთიერებებით.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა
Viewed 548 times by 206 viewers


