Tag Archives: მწვავე აპენდიციტის გართულება

მწვავე აპენდიციტის გართულება

მწვავე აპენდიციტის გართულება

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

მწვავე აპენდიციტის გართულება (ჭიანაწლავის პერფორაცია პერიტონიტის განვითარებით) – მწვავე აპენდიციტის დამახასიათებელი კლინიკური სურათის ფონზე აღინიშნება ტკივილის მკვეთრი გაძლირება (პერფორაციის მომენტი), რის შემდეგაც იგი ვრცელდება მთელს მუცელზე. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა სწრაფად უარესდება; მატულობს ინტოქსიკაცია, თანდათანობით ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პროგრესირებადი პარეზი, რაც ვლინდება მუცლის შებერვით, ღებინებით. სხვა სიმპტომებია – მშრალი, ნადებიანი ენა, ტაქიკარდია, რომელიც არ შეესაბამება ტემპერატურას, სისხლში – მაღალი ლეიკოციტოზი. გამოკვლევით ვლინდება კუნთების დაჭიმულობა და მტკივნეულობა მთელს მუცლის არეში, პერიტონეუმის გაღიზიანების დადებით სიმპტომებთან ერთად, ნაწლავის პერისტალტიკის ხმიანობის სრული შეწყვეტა.

Read More