Tag Archives: ნაკეცის

როფეოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როფეოციტოზი – (ropheocytosis ბერძნ.ropheo  –  ვსრუტავ და cytos  –  უჯრედი) უჯრედის მიერ გარემოდან სუბმიკროსკოპული ნაწილაკებისა და მაკრომოლეკულების შთანთქმის პროცესი. ეს მიმდინარეობს ციტოლემაზე მიკრული ნაწილაკების ჩართვის ნაკეცების სიღრმეში, რაც დაკავშირებულია მემბრანის გადიდების მოვლენასთან. პლაზმოლემის ნაკეცების ძირზე ნაწილაკების მოხვედრის შემდეგ ხდება ნაკეცის ბოლო უბნის გამოყოფა (გადაზონრვა) შთანთქმულ ნაწილაკებთან ერთად,

Read More

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი)

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი) – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის სამკუთხედის ფორმის ნაკეცი, რომელიც გადადის რქოვანაზე შიგნითა, იშვიათად გარეთა მხრიდან. ზრდა ნელა მიმდინაეობს. მხედველობა უარესდება, როდესაც ფრთისებრი აპკი აღწევს გუგის მიდამოს. ეტიოლოგია. ქარით, მტვრით, მძაფრი ანაორთქებისგან და ა.შ. კონიუნქტივის ქრონიკული გაღიზიანება. ცრუ პტერიგიუმი, რომელიც რქოვანაზე გადადის ნებისმიერი მხრიდან, წარმოიქმნება კონიუნქტივის ნაკეცის რქოვანას დაზიანებულ ზედაპირთან (წყლული, დამწვრობა) შეხორცების შედეგად.

Read More