Tag Archives: ნაღვლგამომყოფი გზების სტრიქტურა

ნაღვლგამომყოფი გზების სტრიქტურა

ნაღვლგამომყოფი გზების სტრიქტურა biliary stricture

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ნაღვლგამომყოფი გზების სტრიქტურა ნაღვლგამომყოფი  გზების ნაწიბუროვანი შევიწროება; წარმოიქმნება ნაღვლგამომყოფ გზებზე  ჩატარებული ქირურგიული ჩარევების, ასევე სხვა დაზიანებების შემდეგ.

ნაღვლგამომყოფი გზების სტრიქტურა სიმპტომები. ვლინდება სიყვითლე, რომელიც წარმოიქმნება ოპერაციის შემდეგ, ან მუდმივი გარეთა ნაღვლოვანი ფისტულა, შემცივნება, აქოლია, დისპეფსია და სხვ. დაზიანებების მხოლოდ 5% ვლინდება ოპერაციის მსვლელობისას, დიდი ნაწილი კი – 2 თვიდან 1 წლის განმავლობაში, ზოგჯერ მოგვიანებითაც. უკანასკნელ შემთხვევაში დიაგნოსტიკაში მნიშვნელობა აქვს შესრულებული ოპერაციების ხასიათსა და აღწერას, შემცივნებას და სიყვითლეს, ტუტე ფოსფატაზის მომატებასა და ლეიკოციტოზს. ქოლანგიოგრაფია და ენდოსკოპური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრფია საშუალებას იძლევა გამოვლინდეს სტრიქტურის ლოკალიზაცია; დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სადინრების რეზიდუალურ კენჭებთან, პაპილიტთან, თორმეტგოჯა ნაწლავის დიდი დვრილის ან კუჭქვეშა ჯირკვლის თავის კიბოსთან. მკურნალობა ოპერაციულია, ოპერაციის ხასიათი დამოკიდებულია სტრიქტურის ხარისხზე. პროგნოზი სერიოზულია. 

Read More