მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

Posts Tagged ‘ნაღვლმდენი’

რეცენზირებადი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი ,,Plants Science” ISSN E1987-80 UDK 581, N23, მარტი, 2010 წ.

წითელი მოცვი – Vaccinium vitis-ideae L.,
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია

Брусника обыкновенная

1. ზოგადი აღწერა

წითელი მოცვი – Vaccinium visit-ideae L. მანანასებრთა Ericaceae (Vacciniaceae), ოჯახს მიეკუთვნება. 30–50 სანტიმეტრამდე სიმაღლის ბუჩქია. მცირედ დატოტვილი მცენარეა. ტოტები სწორმდგომი ან მიწაზე გართხმულია. მხოხავი ფესვთა სისტემა აქვს, ნიადაგში 5–10 სანტიმეტრზე ჩადის, მაგრამ ვეგეტაციის პერიოდში 35–80 სანტიმეტრამდე ღრმავდება.

მოცვი

ფოთლები ელიფსური ან უკუკვერცხისებრია. მარადმწვანე, ტყავისებრი, მკვრივი, ხერხკბილა, გადაგრეხილი კიდეებით, სიგრძით 3, ხოლო სიგანით 2 სანტიმეტრი, ზემოდან მუქ–მწვანე, პრიალა, ქვემოდან უფრო ღია და მქრქალი.  ყვავილები ზარისებრია, თეთრი ამ ვარდისფერი ათინათით, მოკლეყუნწიანი, ორსქესიანი, შეკრებილია მოკლე, მცირეყვავილოვან მტევნებად. ნაყოფი წითელი, ოთხბუდიანი, 8 მმ. დიამეტრის, მრავალნაყოფიანი კენკრაა,  ყვავილობს და ნაყოფიანობს ერთდროულად ივნისიდან სექტემბრამდე. Read the rest of this entry »

Viewed 3192 times by 1394 viewers

konsultaciebi

vaka

baneri