Tag Archives: ნაწილაკ

ულტრაფაგოციტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ულტრაფაგოციტოზი – (ultraphagocytosis ლათ.ultra – ზე, ბერძნ.phago – ვშთანთქავ და cytos – უჯრედი) რეტიკულურ – ენდო­თელური სისტემის უჯრედების უნარი, შთანთქას უწვრილესი კოლოი­დური ნაწილაკები. ამ მოვლენას აღნიშნავენ აგრეთვე ტერმინით, „კო­ლოი­დოპეკსია“. ულტრაფაგოციტოზი პინოციტოზისა და რი­ფეოციტოზის კერძო შემთხვევაა. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

ულტრამიკროსკოპია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ულტრამიკროსკოპია – (ultramicroscopia ლათ.ultra – ზე და იხ.მიკროსკოპია, ანუ მიკროსკოპია ბნელი ველის) – ულტრა­მიკროსკოპის მეშვეობით, ციტოლოგიური გამოკვლევის მეთოდი, რომელშიც გამოყენებულია გვერდითი განათება, ხოლო ობიექტებს ათვალიერებენ ბნელი ველის ფონზე. ამ მიზნით ბნელველიანი კონდენსორის გამოყენება „ტინდალის ფენომენის“ გამოყენებას ემყარება. ბნელი ველის დაკვირვების მეთოდი საშუალებას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ რამდენიმე მილიმიკრონის ზომის

Read More