Posts Tagged ‘ნაწოლი’
ზოგადი ინფორმაცია
კურიოზინ ხსნარი. CURIOSIN. ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატების ჯგუფის ბუნებრივი წარმოშობის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – ცინკის ჰიალურონატი. Zinc hyaluronate. მწარმოებელი ფირმა – გედეონ რიხტერი (უნგრეთი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 10 მლ ხსნარის ფორმით ფლაკონში. კურიოზინი ხსნარის 10 მლ ფლაკონი შეიცავს 20,5 მგ თუთიის ჰიალურონატს.
აქტიური ნივთიერება
ცინკის ჰიალურონატი. Zinc hyaluronate. ცინკის ჰიალურონატს მიაკუთვნებენ ანტისეპტიკების და დეზინფექციის საშუალებების, რეგენერანტების და რეპარანტების ჯგუფს.
სინონიმები
კურიოზინ გელი (CURIOSIN, Gedeon Richter, უნგრეთი).
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ჭრილობები, ძნელად შეხორცებადი, ინფიცირებული
- ნაწოლები
- წყლულები წვივის
- ფისტულები
- ჭრილობის ნორმალური შეხორცების დაჩქარება
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ჩვენებები
პრეპარატი გამოიყენება დამხმარე თერაპიის სახით ძნელად შეხორცებადი, ინფიცირებული ჭრილობების, ნაწოლების, წვივის წყლულების, ფისტულების, ასევე ჭრილობის ნორმალური შეხორცების დასაჩქარებლად
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის!
მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ეწვეთება სხეულის დაზიანებულ უბანზე ისეთი მოცულობით, რომ სრულად და თანაბრად დაფაროს საჭირო ზედაპირი ან ხსნარი დაეწვეთება შესაბამისი ზომის დოლბანდის საფენზე, რომელიც დაეფინება ჭრილობაზე. ნახვევი საჭიროა გამოიცვალოს 1-2-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.
გვერდითი მოვლენები
მკურნალობის დასაწყისში მოსალოდნელია მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც მკურნალობის პერიოდში თანდათან ქრება. რაიმე მოულოდნელი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, რომელიც პრეპარატის მიღებისას ადრე არ იყო შენიშნული, მიმართეთ მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება
კურიოზინის ხსნარის გამოყენება უკუნაჩვენებია პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის გამოყენების წინ რეკომენდებულია ჭრილობის ზედაპირის დამუშავება 3%-იანი წყალბადის ზეჟანგით ან ფიზიოლოგიური ხსნარით.
შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას 15-300ჩ ტემპერატურაზე. პრეპარატის გახსნის შემდეგ მისი გამოყენება დასაშვებია 4 კვირის განმავლობაში 15-30oC ტემპერატურის პირობებში შენახვისას.
პრეპარატი გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვადის განმავლობაში.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა მხოლოდ აფთიაქებში ექიმის რეცეპტით.

Viewed 621 times by 155 viewers
ზოგადი ინფორმაცია
ირუქსოლ-მონო. Iruxol. პროტეოლიზური პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – კოლაგენაზა. Collagenase. მწარმოებელი ფირმა – Smith and Nephew (ინგლისი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 30 მგ–იანი მალამოს ფორმით.
აქტიური ნივთიერება
კოლაგენაზა. Collagenase. კოლაგენაზას მიაკუთვნებენ ფერმენტების და ანტიფერმენტების ჯგუფს.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ნეკროზული ქსოვილების ფერმენტული გასუფთავება
- წყლულები ვარიკოზული
- დამწვრობები
- მოყინვები
- ჭრილობები, ხანგრძლივად შეუხორცებელი
- განგრენა
- ნაწოლები
- წყლულები ღრმა
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
ირუქსოლ-მონო -ს შემადგენლობაში შემავალი კლოსტრიპეპტიდაზა, წარმოადგენს პროტეოლიტური (ცილების გამხლეჩი) მოქმედების ფერმენტს, რომელიც გამოიყოფა Clostridiumhistolicum – დან.
მალამო უზრუნველჰყოფს ჭრილობის ფერმენტულ გაწმენდას, აფერხებს ინფექციების განვითარებას, აჩქარებს რეგენერაციას.
ჩვენებები
ირუქსოლ-მონო გამოიყენება ნეკროზული ქსოვილების ფერმენტული გასუფთავების, ვარიკოზული წყლულების, დამწვრობების, მოყინვების, ხანგრძლივად შეუხორცებელი ჭრილობების, განგრენის, ნაწოლების და აგრეთვე ღრმა წყლულების დამუშავებისათვის.
ჭრილობის ფერმენტული დამუშავება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გამოყენებად მეთოდს. იგი ნაკლებტრავმულია პაციენტისათვის და უზრუნველჰყოფს ნეკროზული ქსოვილების ეფექტურ მოშორებას და სრულჰყოფს ჭრილობის გრანულაციას.
ირუქსოლ-მონო
მალამო მოწოდებულია ნეკროზული ჭრილობების ფერმენტული დამუშავებისათვის. მისი აქტიური კომპონენტი – კოლაგენაზა-შლის ჭრილობის თავისუფალ კოლაგენს, უზრუნველჰყოფს ნეკროზული ქსოვილის სწრაფ და ეფექტურ მოცილებას, ამასთან არ აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილებს.
ირუქსოლ-მონო
მთელ მსოფლიოში მიღებული, ირუქსოლ-მონო 30Nწელზე მეტი გამოცდილებით ამტკიცებს თავის ეფექტურობას ფართო სპექტრის ქრონიკული ჭრილობების მკურნალობისას.
ირუქსოლ-მონო
ერთადერთი ფერმენტული პროდუქტია, რომელიც სელექტიურად მოქმედებს კოლაგენზე, ათავისუფლებს ჭრილობას ნეკროზული ქსოვილისაგან ისეთი სახით, რომ არ დაირღვეს ჭრილობის შეხორცების პროცესი.
ირუქსოლ-მონო
ნაზად მოქმედი, სელექტიური და ეფექტური მალამოა.
მიღების წესები და დოზები
ირუქსოლ-მონო თანაბრად დავიტანოთ ჭრილობაზე დღეში ერთხელ (საჭიროების მიხედვით შესაძლებელია მისი გამოყენება დღეში 2-ჯერ) 2მმ სისქით. სასურვლი ეფექტისთვის ჭრილობის არე თერაპიის დროს იყოს საკმარისად ტენიანი. ჭრილობა შესაძლებელია წინასწარ დავნამოთ ფიზიოლოგიური ხსნარით.
უკუჩვენება
შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებთან მიმართებაში. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.

Viewed 664 times by 142 viewers
ზოგადი ინფორმაცია
სალბესანი. Salbesan. სულფანიდამიდების ჯგუფის სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერება – silver sulfadiazine chlorhexidine. მწარმოებელი ფირმა – ავერსი – რაციონალი (საქართველო).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის 15გ კრემის ფორმით. აღწერა: მოთეთრო ან თეთრი ფერის ერთგვაროვანი კრემი; 1 გ კრემი შეიცავს ვერცხლის სულფადიაზინს _ 10 მგ, ქლორჰექსიდინის გლუკონატს _ 2 მგ. დამხმარე ნივთიერებებია: მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტომაკროგოლი 1000, მსუბუქი თხევადი პარაფინი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, დინატრიუმის ედეტატი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- ინფექციები, დამწვრობით გამოწვეული
- აუტოდერმოპლასტიკის ჩატარებამდე
- ინფიცირება ტროფიკული წყლულების
- ინფიცირება ჭრილობების
- ინფიცირება ტაკვის ჭრილობების
- ინფიცირება ნაწოლების
- დაჟეჟილობა
- კერატომიკოზები
პრეპარატის საფირმო აღწერიდან
ფარმაკოლოგიური თვისებები
სალბესანი კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.
ვერცხლის სულფადიაზინი წარმოადგენს სულფანილამიდური პრეპარატის _ სულფადიაზინის წარმოებულს, რომელსაც ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი ახასიათებს. პრეპარატი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების (მათ შორის, Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp.), Candida – ს ჯგუფის საფუარასმაგვარი სოკოების (მათ შორის, Candida albicans), დერმატოფიტებისა და ჰერპესის ვირუსის ზოგიერთი შტამის მიმართ. ჭრილობაში ვერცხლის სულფადიაზინი დისოცირდება სულფადიაზინისა და ვერცხლის იონების წარმოქმნით. ვერცხლის იონები განაპირობებს პრეპარატის ბაქტერიციდულ მოქმედებას, რასაც ემატება სულფადიაზინის ბაქტერიოსტატიკური ეფექტი. მიკრობის უჯრედში პრეპარატი აინჰიბირებს ფოლატების სინთეზს (სულფადიაზინი) და უპირატესად SH-ჯგუფის შემცველი ფერმენტების აქტივობას (ვერცხლის იონები). ვერცხლის იონების გამოთავისუფლება თანდათანობით ხდება, რაც არ იწვევს უჯრედებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევას. ვერცხლის სულფადიაზინს ახასიათებს ზომიერი ოსმოსური აქტივობა. იგი აღწევს ნეკროზულ ქსოვილში და შეიწოვს ექსუდატს, არ აზიანებს კანის უჯრედებს. ქლორჰექსიდინის გლუკონატი წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას. ქლორჰექსიდინი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ვეგეტაციური ფორმების (მათ შორის, Treponema spp., Neisseria gonorrhoeae, Trichomonas spp., Chlamydia spp., Ureaplasma spp.), აგრეთვე საფუარა სოკოების, დერმატოფიტებისა და ლიპოფილური ვირუსების მიმართ. იგი ასუფთავებს და ადეზინფიცირებს კანს, ინარჩუნებს აქტივობას (თუმცა შედარებით დაბალს) სისხლის, ჩირქის არსებობისას, არ იწვევს კანის დაზიანებას.
ფარმაკოკინეტიკა
ვერცხლის სულფადიაზინის ადგილობრივი გამოყენებისას ჭრილობაში იქმნება აქტიური კომპონენტების მაღალი ლოკალური კონცენტრაცია. კანის დაზიანებული ზედაპირიდან (ჭრილობა, დამწვრობა) სულფადიაზინის სისტემური აბსორბცია შეადგენს დოზის 10%-ს, ვერცხლის იონებისა _ 1%-ს. ამასთანავე, სულფადიაზინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ აღემატება 2.0 მგ%-ს. კანის დიდ ფართობზე გამოყენების შემთხვევაში (მაგალითად, ვრცელი დამწვრობა) სულფადიაზინის კონცენტრაცია პლაზმაში შეიძლება აღწევდეს 8_12 მგ%-ს, რაც თერაპიულ მაჩვენებლებს უახლოვდება. სულფადიაზინი ორგანიზმიდან თირკმლების საშუალებით გამოიყოფა. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ აბსორბირებული ვერცხლის იონების უმეტესი ნაწილი ნაღვლით გამოიყოფა. ქლორჰექსიდინის გლუკონატი კანის ზედაპირიდან მცირე რაოდენობით შეიწოვება – დოზის 1%-ზე ნაკლები, შესაბამისად პრეპარატის სისტემური მოქმედება მინიმალურია.
ჩვენებები
• დამწვრობით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა (მათ შორის, აუტოდერმოპლასტიკის ჩატარებამდე);
• ტროფიკული წყლულების, ჭრილობების (მათ შორის, ტაკვის ჭრილობები), ნაწოლების ინფიცირების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
• დაჟეჟილობა, კერატომიკოზები.
მიღების წესები და დოზები
ჭრილობის ქირურგიული დამუშავებისა და გასუფთავების შემდეგ სალბესანის კრემის თხელი ფენა (2_4 მმ-ის სისქის) ესმება დაზიანებული უბნის ზედაპირს 1–2-ჯერ დღეში. კანის დიდ ზედაპირზე გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია სტერილური ნახვევის დადება, რომელსაც ცვლიან 1–2-ჯერ დღეში. ყოველი განმეორებითი აპლიკაციის წინ საჭიროა ძველი კრემის მოცილება წყლის ნაკადით ან ანტისეპტიკური ხსნარით (მაგალითად, ფურაცილინი, ცეტავლონი). პრეპარატის მაქსიმალური ერთჯერადი დოზა შეადგენს 300 მგ-ს, მკურნალობის ხანგრძლივობა – 3 კვირას.
გვერდითი მოვლენები
ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად – წვის შეგრძნება, ქავილი, ტკივილი, რომლებიც გაივლის აპლიკაციიდან 5_10 წთ-ის შემდეგ; ცალკეულ შემთხვევებში – კანის პიგმენტაციის დარღვევა, კანის ნეკროზი;
სისტემური რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში კანის დიდ ფართობზე პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას მოსალოდნელია მულტიფორმული ერითემა, პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები (ტრანზიტორული ლეიკოპენია უპირატესად ნეიტროფილების შემცირების ხარჯზე და სხვ.), ალერგიული რეაქციები, დისპეფსიური მოვლენები, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური ნეკროზი, ინტერსტიციული ნეფრიტი, ტოქსიკური ნეფროზი, რეაქციები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი (ჰემოლიზური ანემიის განვითარების მაღალი რისკის გამო), თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობა, პორფირია. პრეპარატი არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.
ორსულობა და ლაქტაცია
სალბესანის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული, ვინაიდან სულფადიაზინი ზრდის ჰიპერბილირუბინემიის განვითარების რისკს. პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს. პრეპარატი გადადის დედის რძეში, რის გამოც მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
განსაკუთრებული მითითებები
სალბესანი სიფრთხილით ინიშნება სულფანილამიდებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლო ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარების გამო.
სალბესანის კანის დიდ ფართობზე ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების, პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი, აგრეთვე შრატში სულფადიაზინის კონცენტრაციის და შარდში მისი შესაძლო შემცველობის კონტროლი.
ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენებისას, ვერცხლის სულფადიაზინით მკურნალობის დროს შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.
პრეპარატი არ გამოიყენება ღრმა ჩირქოვანი ჭრილობებისა და უხვი ექსუდატის მქონე დამწვრობების სამკურნალოდ.
დაუშვებელია პრეპარატის თვალში მოხვედრა. მისი თვალში მოხვედრის დროს საჭიროა გამდინარე წყლით ჩამობანა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.
ჭარბი დოზირება
სალბესანის სხეულის დიდ ზედაპირზე ხანგრძლივად გამოყენებისას სულფადიაზინის კონცენტრაცია შრატში შეიძლება აღწევდეს იმავე მაჩვენებლებს, რასაც სისტემური გამოყენების დროს. ამის შედეგად შეიძლება განვითარდეს სულფანილამიდებისათვის დამახასიათებელი გვერდითი რეაქციები. ვერცხლის მომატებული სისტემური აბსორბციის გამო არგირია არ ვითარდება.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, შრატში სულფანილამიდის კონცენტრაციის განსაზღვრა, სითხის დიდი რაოდენობით მიღება (რეკომენდებულია სადღეღამისო დიურეზის 1200_1500 მლ-ზე შენარჩუნება).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სულფადიაზინი აძლიერებს ამიოდარონის, ციკლოსპორინის, ანტიკოაგულანტების, სულფანილშარდოვანას წარმოებულების, ასევე საანესთეზიო, ანტიეპილეფსიური და ანტიმალარიული საშუალებების გვერდით მოვლენებს. ციმეტიდინთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლეიკოპენიის განვითარების რისკი. ვერცხლის სულფადიაზინმა შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობის გასასუფთავებლად გამოყენებული ფერმენტული პრეპარატების ინაქტივაცია.
ქლორჰექსიდინი შეუთავსებელია საპონთან, აგრეთვე იმ დეტერგენტებთან, რომლებიც შეიცავს ანიონის ჯგუფს (საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა). იგი შეთავსებადია პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავს კათიონის ჯგუფს (ცეტრიმონიუმის ბრომიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი).
შენახვის პირობები და ვადები
ინახება 5–25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

Viewed 357 times by 79 viewers


