Tag Archives: ნევროლოგიურ

შაია – დრეიჯერის სინდრომი

შაია – დრეიჯერის სინდრომი – (G. M. Shy, ამერიკ. ნევროპათოლოგი; G. A. Drager, ამერიკ. ნევროპათოლოგი)  ცენტრალური ნერვული სისტემის უცნობი ეტიოლოგიის დეგენერაციული დაზიანება, რომელიც ვლინდება ორთოსტატიკური არტერიული ჰიპოტენზიით, რომელიც დაავადების სხვადასხვა სტადიებზე შერწყმულია პარკინსონიზმის სიმპტომებთან, ანჰიდროზთან, მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლასთან და სხვა ნევროლოგიურ დარღვევებთან. დაავადება იშვიათად გვხვდება; აღინიშნება ორივე სქესის, 50 – 70 წლის ასაკის პირებში.

Read More

ნიშამენის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნიშამენის დაავადება – ნიშამენის სინდრომი. თანდაყოლილი ოჯახური პოლიციტემია. მემკვიდრეობითი პოლიციტემიის იშვიათი ფორმა, შესაძლოა გადაცემის ავტოსომურ – დომინანტური ტიპი. კანისა და ლორწოვანი გარსების ინტენსიური მოწითალო – მოლურჯო შეფერვა. ადგილი არა აქვს არც სისხლძარღვთა, არც სასუნთქი აპარატის არც ნევროლოგიურ დარღვევებს. ელენთა და ღვიძლი გადიდებული არ არის. ბავშვის განვითარება ნორმალურია.

Read More