Tag Archives: ნეთის

შემაერთებელი კოლაგენური ქსოვილი, (ბოჭკოვანი), მკვრივი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შემაერთებელი კოლაგენური ქსოვილი, (ბოჭკოვანი), მკვრივი – (textus connectivus collagenosus compactus)  შემაერთებელი ქსოვილის სახე, რომელსაც ახასიათებს მჭიდროდ განლაგებული ბოჭკოები მცირერიცხოვანი უჯრედული ელემენტებითა და ძირითადი ნივთიერებებით. ბოჭკოები მდებარეობს ერთმანეთის პარალელურად (ე.წ.ფორმიან შემაერთებელ ქსოვილში) ან უწესრიგოდ (უფორმო შემაერთებელ ქსოვილში). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000

Read More

უჯრედი – ჩხირები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უჯრედი – ჩხირები – (bacillocyti) თვალის ბადურაში სინათლისადმი მგრძნობიარე მხედველობითი უჯრედები (უჯრედი ნეიროსენსორული ჩხირისებრი – epitheliocytus neurosensorum bacillifer), რომელთა პერიფერიულ მორჩს (processus bacillifer) აქვს გრძელი ჩხირის ფორმა. მასში არჩევენ გარეთა და შიგნითა სეგმენტებს, ანუ ნაწევრებს. გა­რეთა ნახევარში განივად განლაგდება ერთმანეთის პარალელურად მდებარე მრავალრიცხოვანი მემბრანები. გარეთა სეგმენტის ერთ

Read More