Tag Archives: ნერგი

ყვითრის ბუშტუკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის ბუშტუკი – (vesicula vitellina) პირველადი ყვითრის პარკი (saccus vitellinus primitivus). ჩანასახის ყვითრის პარკის ენდოდერ­მული ნერგი, რომელიც ვითარდება ადამიანის გასტრულაციის პირველ ფაზაში განშრევების შემდეგ ენდოდერმის გამოცალკევებისა და შემ­დგომში ბუშტუკის წარმოქმნით. მოგვიანებით გარდაიქმნება ყვითრის პარკად. ადამიანის ყვითრის პარკი ყვითრს არ შეიცავს და სითხით არის ამოვსებული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ.

Read More

ღერძული ნერგების კომპლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ღერძული ნერგების კომპლექსი – (complexus axilaris blasti)   ნერვული სისტემის, ღერძული ჩონჩხის ქორდის და სომატური მუსკუ­ლა­ტურის ნერგების ერთობლიობაა. ქორდიანთა ემბრიოგენეზის დროს ეს ნერგი განლაგდება ღერძის სიმეტრიულად და გაივლის ქორდას ან ხერხემალს. უფრო ზუსტად, ქორდის ზევით მდებარეობს ნერვული ფირ­ფიტა, ქვევით  –  ნაწლავის ენდოდერმა, გვერდით  –  მეზოდერმა. ნერგების ასეთი განლაგება

Read More