Posts Tagged ‘ნიშნები’
თითოეულ ქალს ორსულობის ნიშნები განსხვავებული აქვს. ქალების დიდი ნაწილი ორსულობას გრძნობენ ორსულობის ტესტის დადებითი პასუხისთანავე, სხვები აღნიშნავენ, რომ ახალ სიცოცხლეს შეიგრძნობენ თითქმის ჩასახვისთანავე. და მაინც, როგორია ორსულობის პირველი ნიშნები?
გულისრევა. ბევრ ქალს ორსულობის ძალიან ადრეულ სტადიებზე ეწყება გულისრევის შეგრძნება. უფრო ხშირად ეს ხდება დილაობით, თუმცა შესაძლოა გაგრძელდეს მთელი დღის განმავლობაში. ზოგჯერ გულისრევა იმდენად ძლიერია, რომ ქალი იძულებული ხდება ექიმს მიმართოს. ორსულები განსაკუთრებით ვერ იტანენ სხვადასხვა სუნებს. სუნამოს, ან თამბაქოს სუნი ხშირად მყისიერად იწვევს მათში გულისრევას.
Viewed 9921 times by 5096 viewers


