Tag Archives: ობიექტური

წინასწარ შეგონება (ფსიქოლოგია)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი წინასწარ შეგონება (ფსიქოლოგია) – წესი, რომელიც ხელს უშლის ცნობის ან მოქმედების ადექვატურ აღქმას. როგორც წესი, ადამიანი არ აცნობიერებს, ან არ სურს გააცნობიეროს, რომ იგი წინასწარ შეგონებულია; თავის დამოკიდებულებას წინასწარ შეგონების ობიექტისადმი განიხილავს, როგორც შედეგს რაიმე ფაქტების ობიექტური და დამოუკიდებელი შეფასებისა. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ცნობიერება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ცნობიერება – ობიექტური სინამდვილის ასახვის უმაღლესი, ადამიანისათვის დამახასიათებელი ფორმა. ცნობიერების არსის გაგება განისაზღვრება ფილოსოფიის ძირითადი საკითხის გადაწყვეტით. ცნობიერება განუყოფელია ადამიანის ფსიქიკისაგან და მისი საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან; იგი სოციალურია თავისი ბუნებით, წარმოიქმნება ანტროპოგენეზის პროცესში, განპირობებულია შრომითი საქმიანობით, ურთიერთობითა და ენით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა

Read More