Tag Archives: ონქოცერკოზი

ფილარიატოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფილარიატოზები – ადამიანის ქრონიკული ინვაზიური დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰელმინთებით – ფილარიებით. გადამტანებია სისხლმწოვი მწერები. ტროპიკული ჰელმინთოზების ჯგუფი, რომელთა დროს ზიანდება კანქვეშა უჯრედისი, სეროზული გარსები, თვალები, ლიმფური სისტემა. დასნებოვნება ხდება სისხლმწოვი მწერების კბენით. ფილარიატოზებს მიეკუთვნება აკანტოქეილონემატოზი, ბრუგიოზი, ვუქერერიოზი, ლოაოზი, მანსონელოზი, ონქოცერკოზი. დიაგნოზი ემყარება სისხლში მიკროფილარიების აღმოჩენას. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ონქოცერკოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ონქოცერკოზი – ჰელმინთოზი ფილარიატოზების ჯგუფიდან, რომელიც ხასიათდება შემაერთებელქსოვილოვანი კვანძების წარმოქნით კანქვეშა უჯრედისში და თვალების დაზიანებით. გავრცელებულია აფრიკის რიგ ქვეყნებში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა