Tag Archives: ოოციტების

ყვითრის ბირთვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ყვითრის ბირთვი – (nucleus interphasicus) ოოციტების ციტოპ­ლაზმაში ჰეტეროგენული წარმონაქმნი, რომელიც შედგება უჯრედის ცენტრის გარშემო დაგროვილი მიტოქონდრიებისაგან, რომლებიც, თავის მხრივ, გარშემორტყმული არიან კონცენტრულად მდებარე ყვითრის ფენების მრავალი შრით. ეს უკანასკნელები პროდუცირდება გოლჯის კომპლექსის სხეულაკების მონაწილეობით. ყვითრის ბირთვი ყვითრის წარმოქმნასთანაა დაკავშირებული. სინ.ბალბიანის სხეული. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

უნივალენტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უნივალენტა – (univalenta ლათ. unus – ერთი) ერთეული, შეწყ­ვილებული ქრომოსომა პირველი რიგის სპერმატოციტებისა და ოოცი­ტების მეიოზის პროფაზის დროს. უნივალენტური ქრომოსომები თავის მხრივ შედგება ორი ქრომატიდისაგან, რის გამოც მათ დიადებს უწოდებენ. შეუწყვილებელი უნივალენტური ქრომოსომებისგან განსხვავებით, შეწყვილებულ ჰომოლოგიურ ქრომოსომებს უწოდებენ ბივალენტებს, ანუ ბივალენტურ ქრომოსომებს. ტერმინი „უნივალენ­ტა“ ჰეკელმა შემოიღო (1892).

Read More