Posts Tagged ‘ორსულობის მე-9 კვირა’
როგორ იზრდება პატარა
ორსულობის მე-9 კვირაზე ნაყოფის სიგრძე 22 – 30 მმ, წონა კი დაახლოებით ერთი გრამია. ის სულ უფრო მეტად ემსგავსება ადამიანს. ამ პერიოდში გული უკვე 4 საკნადაა გაყოფილი (2 წინაგული და 2 პარკუჭი). ფორმირებას იწყებს კბილების ჩანასახები. ორსულობის მე-9 კვირაზე ემბრიონის ,,კუდი“ საერთოდ აღარ ჩანს. თანდათანობით ვითარდებიან ორგანოები, კუნთები, ნერვები. მიმდინარეობს თავის ტვინის ინტენსიური განვითარება – მე-9- კვირაზე იწყება ნათხემის ფორმირება (ტვინის ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის კოორდინირებას).
იწყება თირკმელზედა ჯირკვლების ტვნინოვანი ნაწილის განვითარებაც; პირველადი სასქესო ნიშნები უკვე გამოხატულია, თუმცა კიდევ ერთი-ორი კვირაა საჭირო სქესის ზუსტი ინდენტიფიცირებისათვის. Read the rest of this entry »
Viewed 2361 times by 1266 viewers


