Tag Archives: პარაფსორიაზი

ლეიკოდერმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ლეიკოდერმა – (კანისა და ვენ. დაავ.) პიგმენტის შემცირების ან გაქრობის შედეგად კანის პიგმენტაციის დარღვევა. უხშირესად ვლინდება გადატანილი კანის დაავადებების შედეგად (ფსორიაზი, პარაფსორიაზი, ვარდისფერი ლიქენი, ეგზემა, სოკოვანი დაავადებები). ლეიკოდერმა შესაძლოა განვითარდეს სიფილისის დროსაც. უხშირესად ლოკალიზდება კისრის არეში. სიფილისის დროს ლეიკოდერმას თან სდევს სხვა სიფილიდების არსებობა, დადებითი სეროლოგიური რეაქციები.

Read More

პარაფსორიაზი

პარაფსორიაზი დაავადების ეტიოლოგია და პათოგენეზი ბოლომდე შესწავლილი არ არის. განასხვავებენ ლაქოვან, ლიქენურ, ფოლაქისებურ და მწვავე ფორმებს. სიმპტომები, მიმდინარეობა პარაფსორიაზის ლაქოვანი (წვეთისებური) ფორმის დროს, კანისა და კიდურების კანზე უცაბედად ვითარდება ვარდისფერი, ოსპის ზომის, ნახევარრკალისებრი პაპულები, ოდნავ მკვრივი კონსისტენციისა. მათ ზედაპირზე წარმოიქმნება თავისებური აქერცვლები აპკების სახით. პაპულების რაოდენობა თანდათანობით მატულობს, ერთი ნაწილის ჩაცხრომის ფონზე წარმოიქმნებიან სხვები. პაპულების

Read More