Tag Archives: პერიართრიტი

დიუპლეის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიუპლეის სინდრომი – (S. Е. Duplay; ფრან. ქირურგი; სინ.: დიუპლეის დაავადება, მხარ – ბეჭის პერიართრიტი) მტკივნეული და შეზღუდული მოძრაობა მხრის სახსარში, განსაკუთრებით შიგა როტაციის დროს; განპირობებული პერიარტიკულური ქსოვილის ანთებითი ცვლილებებით; ზოგჯერ თან ახლავს კირის მარილების ჩალაგება მყესებში ან სინოვიურ აბგაში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები

სახსრის ირგვლივი რბილი ქსოვილების რევმატული დაავადებები

სახსრის ირგვლივი რბილის ქსოვილების რევმატული დაავადებები მყესების (ტენდინიტები, ტენდოვაგინიტები), იოგების (დიგამენტიტები), ძვლებთან ამ სტრუქტურების მიმაგრების ადგილების (ენტეზოპათიები), სინოვიური აბგების (ბურსიტები), აპონევროზებისა და ფასციების (აპონევროზიტები და ფასციიტები) ანთებითი ან დეგენერაციული ხასიათის დაავადებები, რომლებიც განპირობებული არ არის ტრავმით, ჭრილობით, ინფექციით ან სიმსივნით. წარმოადგენს სახსრის მიდამოში ტკივილისა და მოძრაობის გაძნელების ერთ – ერთ ყველაზე უფრო ხშირ მიზეზს. ქვემოთ მოყვანილია ამ ჯგუფის ყველაზე გავრცელებული დაავადებები.

Read More