Tag Archives: პერიკარდი

ჰიდროპნევმოპერიკარდი

განმარტებითი ლექსიკონი ჰიდროპნევმოპერიკარდი – ჰაერის და გამჭირვალე სითხის არსებობა პერიკარდის ღრუში.უფრო ხშირად ვითარდება პერიკარდიოცენტეზის ჩატარების დროს ჰაერის მოხვედრის გამო.ამ ღრუში ჰაერის არსებობას არ მოჰყვება ავადმყოფის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.

პნევმოპერიკარდი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმოპერიკარდი – (pneumopericardium; ბერძ. Pneuma ჰაერი + პერიკარდი) ჰაერისა და აირების დაგროვება პერიკარდში. განასხვავებენ სპონტანურ და ხელოვნურ პნევმოპერიკარდს. სპონტანური პნევმოპერიკარდი წარმოიქმნება გულმკერდის გამჭოლი ჭრილობების დროს, პერიკარდის ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით დაზიანებისას, ასევე ნეკნის ნამტვრევებით და ა. შ. ასევე პერიკარდის ღრუში საყლაპავის პენეტრირებადი წყლულის, დაშლილი სიმსივნეების, აიროვანი ცისტების

Read More