Tag Archives: პერიორალურ

ორალური ავტომატიზმის რეფლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ორალური ავტომატიზმის რეფლექსი – ფილოგენეტიკურად უძველესი პროპრიოცეპტული რეფლექსების ჯგუფი, რომელთა რეფლექტორული რკალის ფორმირებაში მონაწილეობას ღებულობენ სამწვერა, სახისა და ენისქვეშა ნერვები, რომლებიც ანერვიანებენ პერიორალურ კუნთებს. ფიზიოლოგიურად ითვლება ბავშვობის ასაკში – 2 – 3 წლამდე. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

კენედის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კენედის დაავადება – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ვლინდება სიცოცხლის მე – 4 – 5 ათწლეულში ნელა განვითარებადი სისუსტით, სიგამხდრით და კიდურების პროქსიმალურ ნაწილში კუნთების ფასციკულაციით, მიმიკური მუსკულატურის სისუსტით, დისფაგიით, დიზართრიით, ენისა და პერიორალურ მუსკულატურის ატროფიითა და ფასციკულაციებით. ამ მოვლენებს ხშირად თან ახლავს კანკალი კიდურებში, გინეკომასტია, იმპოტენცია, ჰიპოგონადიზმი, სპერმატოგენეზის

Read More