Tag Archives: პერიფოკალური

რავიჩ – შჩერბოს სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რავიჩ – შჩერბოს სიმპტომი – კანისა და კანქვეშა უჯრედისის ჩაზნექა გულმკერდზე ჩასუნთქვის დროს, რომელიც აღინიშნება  შუასაყარის ლიმფური კვანძების ტუბერკულოზური დაზიანების დროს; განპირობებულია მიმდებარე უჯრედისის პერიფოკალური ანთებითა და ფიბროზით. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

პირველადი კომპლექსი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პირველადი კომპლექსი – პირველადი ეფექტის შერწყმა პათოლოგიური პროცესის ლიმფოგენური გავრცელებასთან რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში. პირველადი ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია ტუბერკულოზის, სიფილისის, იშვიათად შავი ჭირისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს. ტუბერკულოზის დროს იგი ჩვეულებრივ ვითარდება ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით აეროგენული დასნებოვნების შედეგად: ფილტვის ქსოვილში წარმოიქმნება ალვეოლიტი, ექსუდაციურ – დესქვამაციური პნევმონია, პერიფოკალური ანთებითი

Read More