Tag Archives: პიგმენტი

ჰემოსიდერინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოსიდერინი – პიგმენტი, რომელიც წარმოიქმნება ჰემოგლობინის დაშლის დროს;აღინიშნება ელენთის, ღვიძლის და ძვლის ტვინის მაკროფაგებში. ჰემოსიდერინი ორგანიზმში რკინის შენახვის ერთ-ერთი ფორმაა.იგი  წყალში არახსნადია და შეიძლება გამოვლენილი იყოს მიკროსკოპული გამოკვლევის დროს შესაბამისად შეღებილი ქსოვილების ნიმუშებში.

ჰემოზოინი

განმარტებითი ლექსიკონი ჰემოზოინი  – ადამიანში მალარიის გამომწვევი პარაზიტების (Plazmodium-ის სახეობის წარმომადგენლების) რკინის შემცველი პიგმენტი.