მაკრონუკლეუსი
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მაკრონუკლეუსი – (macronucleus ბერძნ.macros დიდი და ლათ.nucleus – ბირთვი) – ინფუზორიების დიდი პოლიპლოიდური ბირთვი, რომელიც მდიდარია დნმ – ით და აკონტროლებს უჯრედში ვეგეტატიურ და სინთეზურ პროცესებს. ასეთი ბირთვების პოლიპლოიდიის დონემ შეიძლება რამდენიმე ათასს მიაღწიოს. იხ.მიკრონუკლეუსი. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)