Posts Tagged ‘პროსტატიტი’
ზოგადი ინფორმაცია
ადენო-რიცი. ADENO-Ritz. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალება. აქტიური ნივთიერებები – Serenoa serrulata, Urtica urens, Pygeum africanum. მწარმოებელი ფირმა – ჯი.ემ.პი (საქართველო).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
გამოდის კაფსულის ფორმით. პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს: 160 მგ ჯუჯა პალმის (Serenoa serrulata) მშრალ ექსტრაქტს, 50 მგ ჭინჭრის (Urtica urens) მშრალ ექსტრაქტს და 50 მგ აფრიკული ქლიავის (Pygeum africanum) მშრალ ექსტრაქტს.
აქტიური ნივთიერებები
Serenoa serrulata, Urtica urens, Pygeum africanum.მათ მიაკუთვნებენ ფიტიპრეპარატების ჯგუფს.
პრეპარატის გამოყენების ძირითადი მიმართულებებია
- შარდის გამოყოფის ფუნქციური დარღვევები, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის I და II სტადიის დროს
- პროსტატიტები, სხვადასხვა ეტიოლოგიის
მოქმედების მექანიზმი
ადენო-რიცი მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატია. მის ეფექტს განაპირობებს შემადგენელი კომპონენტების ერთობლივი მოქმედება.
ჯუჯა პალმას ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური თვისებები. ანთების საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით, რაც ამცირებს სისხლძარღვების კედლის გამტარობას და წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის შეშუპებას. ფერმენტ 5-a-რედუქტაზას ინჰიბირებით ირღვევა ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნა. დიჰიდროტესტოსტერონი წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციის მასტიმულირებელს. ჭინჭარს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი თვისებები, აუმჯობესებს რეგენერაციის პროცესებს, ზრდის გამოყოფილი შარდის მოცულობას, აძლიერებს ნაკადს და ამცირებს ნარჩენი შარდის რაოდენობას. აფრიკული ქლიავი შეიცავს ფიტოსტეროლებს. ამცირებს და უკუაგდებს წინამდებარე ჯირკვლის ადენომისას განვითარებულ შარდვის ფუნქციურ დარღვევებს: დიზურიას, ნიქტურიას, პოლაკიურიას. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ანტიპროლიფერაციულად მოქმედებს ფიბრობლასტებზე, რითაც აფერხებს ჯირკვლის შემდგომ ჰიპერპლაზიას.
ჩვენებები
- შარდის გამოყოფის ფუნქციური დარღვევების მკურნალობა და პროფილაქტიკა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის I და II სტადიის დროს;
- სხვადასხვა ეტიოლოგიის პროსტატიტების მკურნალობა კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში.
მიღების წესები და დოზები
ადენო-რიცი ინიშნება თითო კაფსულა დღეში ორჯერ, ჭამის შემდეგ, ხანგრძლივად მისაღებად (არანაკლებ 30 დღისა). რეკომენდებულია მკურნალობის კურსის პერიოდულად განმეორება. კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით სითხესთნ ერთად.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად ადგილი აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის უმნიშვნელო დარღვევებს, რაც არ საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები
ადენო-რიცის დოზის გადაჭარბების და სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედების შემთხვევები აღწერილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25oCტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის გარეშე!

Viewed 149 times by 36 viewers


