Tag Archives: პუსტულა

პუსტულა

პუსტულა – pustula 1. კანის გამონაყრის მორფოლოგიური ელემენტი, რომელიც წარმოადგენს ჩირქით ავსებულ ბუშტუკს. 2. პუსტულა – ჩირქოვანი ბუშტუკი, რომელიც ჩნდება კანზე ზოგიერთი ინფექციური დაავადების, დერმატოზების დროს. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი გაფრთხილება!  

ექთიმა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ექთიმა – (ecthyma; ბერძ. Ekthyma პუსტულა) ღრმა არაფოლიკულური პუსტულა ან ბუშტუკი, ცენტრში დაწყლულებითა და მჭიდროდ მიკრული ქერქით. ექთიმას იწვევს სტრეპტოკოკი, იშვიათად სტაფილოკოკი, ზოგჯერ ლურჯი ჩირქის ჩხირი, მკრთალი ტრეპონემა. მის განვითარებას ხელს უწყობს კანის არასწორი მოვლა, მომატებული ოფლიანობა, შეგუბებითი მოვლენები ქვედა კიდურებზე, ორგანიზმის ზოგადი რეზისტენტობის დაქვეითება. ექთიმა –

Read More