Tag Archives: ჟესტებით

ფერშრობენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფერშრობენი – (გერ. verschroben – უცნაური) პიროვნული  თავისებურება, რომელიც გამოიხატება უცნაური, გარეშე პირებისათვის სრულიად გაუგებარი, უცნაური ქმედებებით, ქცევის მანერებით, ჟესტებით, მიმიკით, მეტყველებაში გამოგონილი, აბსტრაქტული, უაზრო სიტყვებითა და გამოთქმებით. როგორც პიროვნების ცვლილების სახე, წარმოადგენს შიზოფრენიის დამახასიათებელ ნიშანს. აღინიშნება აგრეთვე ფსიქოპათიების ზოგიერთი ფორმების დროს, ზოგჯერ – სრულიად ჯანმრთელ ადმიანებშიც.

Read More

აბსანსი ავტომატიზმის

აბსანსი ავტომატიზმის – რთული აბსანსი, რომელიც ხასიათდება სტერეოტიპულად განმეორებადი მოძრაობითი აქტებით: ტუჩების ან ენის მოძრაობებით, ავტომატური მოქმედებებისათვის დამახასიათებელი ჟესტებით (ტანსაცმლის, თმის, ვარცხნილობის წესრიგში მოყვანა და სხვ.)