Tag Archives: ჟილბერის

ჟილბერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟილბერის სიმპტომი – (N. A. Gilbert, ფრან. ექიმი) შარდის დღიური გამოყოფის გაზრდა შიმშილის დროს და მისი შემცირება საკვების მიღების განახლების შემდეგ; წარმოადგენს ღვიძლის ციროზის სავარაუდო ნიშანს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

ჟილბერ – მეილენგრახტის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჟილბერ – მეილენგრახტის სინდრომი – (N. A. Gilbert, ფრან. ექიმი; Е. Meulengracht,  შვედი ექიმი; სინ.: კონსტიტუციური ბილირუბინემია, თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია, იდიოპათიკური ჰიპერბილირუბინემია, ჟილბერის დაავადება)მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც განპირობებულია ბილირუბინის ცვლის მოშლით, ფერმენტ გლუკურონოზილტრანსფერაზის არასაკმარისი აქტივობით, რაც ვლინდება სიყვითლით, სისხლში არაპირდაპირი ბილირუბინის შემცველობის უმნიშვნელო მომატებით; გადაეცემა აუტოსომურ – დომინანტური ტიპით.

Read More