Tag Archives: ჟოიაკინის

კალიფორნიის ცხელება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი კალიფორნიის ცხელება – უდაბნოს რევმატიზმი, კოკციდოიმიკოზი, სოკოვანი წარმოშობის სასუნთქი ორგანოების დაავადება. კლინიკურად წააგავს კავერნოზულ ტუბერკულოზს, ახასიათებს რა სისხლიანი ხველება და კვანძოვანი ერითემა. ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს პროცესის გენერალიზაციას მენინგეალური მოვლენებით. დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება კანის დადებით სინჯებს და კომპლემენტის შეკავების რეაქციას. გვხვდება უმთავრესად კალიფორნიაში და არგენტინაში. სინონიმები: პოსადა

Read More