Tag Archives: რეაქტიული ფსიქოზები

რეაქტიული ფსიქოზი

რეაქტიული ფსიქოზები reactive psychosis

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

რეაქტიული ფსიქოზი ნევროზებთან ერთად შეადგენენ ფსიქოგენური დაავადებების ჯგუფს, ანუ განპირობებულნი არიან ფსიქიკური ტრავმით. მათთვის დამახასიათებელია ფსიქოპათოლოგიური გამოვლინებების პირდაპირი კავშირი ტრავმირებად ფაქტორთან, ამასთან ეს გამოვლინებები ქრება მიზეზის ლიკვიდაციის შემდეგ. განსხვავებით ნევროზებისაგან, რეაქტიული ფსიქოზებისთვის დამახასიათებელია სიმპტომატიკის მაღალი სიმწვავე და სიმძიმე; ფსიქომოტორულ და აფექტურ დარღვევებთან, ბოდვებთან და ჰალუცინაციებთან ერთად აღინიშნება ასევე ისტერიული დარღვევები, რომლებიც ხშირად მიმდინარეობენ გონების მოშლის (დისოციაციური რეაქციები) მოვლენებით. ავადმყოფები კარგავენ საკუთარი მდგომარეობის კრიტიკულად შეფასების უნარს, ქცევის კოორდინირებისა და შექმნილ სიტუაციაში ადეკვატურად მოქცევის უნარს. ფსიქიკური ტრავმა შესაძლოა აღმოჩნდეს პირადი ან საზოგადოებრივი ხასიათის ტრაგიკული მოვლენა, სიცოცხლისათვის საშიში კოლიზიები, პათოგენური სიტუაციები. რეაქტიული ფსიქოზების პათოგენეზის მნიშვნელოვანი რგოლია ფსიქიკური ასთენიზაცია, რომელიც უკავშირდება ფსიქიკურ ან სომატურ გამოფიტვას.

Read More

ფსიქიკური დაავადებები

ფსიქიკური დაავადებები  ყველა ფსიქიკური დაავადება უძველეს ქართულ სამედიცინო პორტალზე medgeo.net  Delirium acutum  (სინონიმი  ბელის მანია, შიზომანია) აბსტინენტური სინდრომი აგნოზია აგორაფობია აკვიატებული მდგომარეობები ალკოჰოლური ენცეფალოპათია ალკოჰოლური პარანოიდი ალკოჰოლური ჰალუცინოზი ამენცია ამნეზია ამნეზიური (კორსაკოვის) სინდრომი ასთენიური სინდრომი ასთენო-იპოქონდრიული სინდრომი აფექტური სინდრომები ბოდვითი სინდრომები ბრიკეს სინდრომი ბულიმია ბულინგი გონების დაბინდვა გრძნობების ამბივალენტობა დეზორიენტირებულობა დემენცია დეპერსონალიზაცია დეპრესია დერეალიზაცია დისმორფომანია

Read More