Tag Archives: რედუქციული

რედუქციული სხეულაკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედუქციული სხეულაკები – (corpuscula reductiva)   მდედრობითი სასქესო აბორტული  უჯრედები. სინ. პირველი და მეორე რიგის მიმართებითი სხეულაკები, პოლოციტები. სახელწოდება „რედუქციული“ სხეულაკი დაკავშირებულია ოოგენეზის რედუქციული გაყოფის დროს ამ  უჯრედების წარმოქმნასთან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

რედუქციული გაყოფა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რედუქციული გაყოფა – (fissio reductionalis ლათ.reducere  –  შემცირება)   პირველი რიგის ოოციტებისა და სპერმატოციტების მომ­წიფების პირველი გაყოფა (მეიოზური გაყოფა), რომლის შედეგად ქრომოსომების რიცხვი ორჯერ მცირდება (ქრომოსომების რედუქცია). რედუქციული გაყოფის შემდეგ წარმოქმნილი მეორე რიგის სპერმა­ტოციტებსა და ოოციტებს აქვს არა დიპლოიდური, არამედ ჰაპლოი­დური ქრომოსომების ნაკრები (იხ.მეიოზი). ტერმინი შემოიღო ვეისმანმა (1887).

Read More