სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

Posts Tagged ‘რეზექცია’

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირის ძგიდის გამრუდება – სახის ჩონჩხის განვითარების ანომალიის ან ტრავმის შედეგია. ცხვირის ძგიდის გამრუდებულ ნაწილზე ხშირია ძვლოვანი ან ხრტილოვანი გამსხვილებები. სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირით სუნთქვის შეუძლებლობა და მისი გაძნელება. არაიშვიათად წარმოიქმნება სასმენი მილის და დაფის აპკის ქრონიკული ანთება. დანამატი წიაღებიდან სეკრეტის გამოდენის გაძნელებამ, ცხვირის ძგიდის გამრუდებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს სინუსიტის განვითარებას. მკურნალობა. მნიშვნელოვანი გამრუდების დროს, რომელიც აძნელებს ცხვირით სუნთქვას, ნაჩვენებია ცხვირის ძგიდის ლორწქვეშა რეზექცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 2532 times by 363 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფილტვის ექინოკოკი – (ქირურგ.) სიმპტომები, მიმდინარეობა. სხვადასხვა ლოკალიზაციის ტკივილები გულმკერდის მიდამოში (დამოკიდებულია კისტის განლაგებაზე), ხველა. კისტის ბრონქში გახსნისთანავე ჩნდება დიდი რაოდენობით ღია ბლანტი ნახველი. ასეთი ღრუს დაჩირქების შემთხვევაში ნახველი შესაძლოა იყოს ჩირქოვანი, რაც დამახასიათებელია ფილტვის აბსცესისთვის. ზოგჯერ ექინოკოკის სიმპტომია სისხლიანი ხველა ნახველში სისხლის პატარა ნაწილაკების აღმოჩენით ან გამოხატული სისხლ – ხველა. ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევით მოჩანს მრგვალი ფორმის, სხვადასხვა ზომის ჩრდილი მკვეთრი გლუვი კონტურებით. ზოგჯერ ნახველში ხდება ექინოკოკური კისტის ელემენტების აღმოჩენა. მკურნალობა ოპერაციულია – ექინოკოკური კისტის მოცილება ან ფილტვის წილის რეზექცია.  პროფილაქტიკა. ექინოკოკოზის თავიდან აცილების მიზნით უნდა გავატაროთ ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება: 1) უნდა გამოვრიცხოთ ძაღლების მიერ ნარჩენების შეჭმის შესაძლებლობა (განსაკუთრებით ხორცკომბინატების და სასაკლაოების ახლოს); 2) აუცილებელია პროფილაქტიკის პირადი ჰიგიენის ზომების გატარება (ძაღლებთან თითოეული შეხების შემდეგ ხელების გულდასმით დაბანა).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 2927 times by 498 viewers

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სეგმენტექტომია – (ლათ. Segmentum მონაჭერი + ბერძ. Ektome გაკვეთა, ამოკვეთა; სინ.: სეგმენტური რეზექცია, სეგმენტის რეზექცია) ორგანოს ერთი ან რამდენიმე სეგმენტის ამოკვეთა (მაგ. ფილტვის, ღვიძლის) სეგმენტთაშორისი ანატომიური საზღვრის ფარგლებში. ორი სეგმენტის მოკვეთას უწოდებენ ბისეგმენტექტომიას, სამი და მეტისას – პოლისეგმენტურ რეზექციას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Viewed 863 times by 188 viewers

konsultaciebi

vaka