Tag Archives: რეკლიუს ფლეგმონა

ფლეგმონა

ფლეგმონა phlegmon

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

ფლეგმონა ქსოვილთა ჩირქოვანი გალღობა. ფლეგმონის მიერ დაზიანებული შრეების მიხედვით განასხვავებენ კანქვეშა, სუბფასციურ და კუნთთაშორის ფლეგმონას. ფლეგმონა შესაძლებელია განვითარდეს შუასაყარშიც, რეტროპერიტონეუმში, გულმკერდისა და მუცლის კედლებში. ინფექციის გამომწვევია სტრეპტოკოკები, ანაერობული და ლპობითი მიკროორგანიზმები. ინფექციის შეჭრის კარი ხშირად ჭრილობებია. თავდაპირველად ადგილი აქვს ქსოვილთა სეროზულ ინფილტრაციას; მე-2-3 დღეს ვლინდება სეროზულ-ჩირქოვანი (სტრეპტოკოკები), ჩირქოვანი (სტაფილოკოკები) ან იქოროზული (ლპობითი ინფექცია) გამონადენი. დაინფიცირებული მიდამო და მეზობელი ქსოვილები ინფილტრაციული და შეშუპებულია, კანი ჰიპერემიულია; აღნიშნული ზონა პალპაციით მტკივნეულია. თუკი მიღებული არ იქნა შესაბამისი ზომები, ანთებით-ნეკოზული პროცესი პროგრესირებს. რიგ შემთხვევებში დაავადებას აქვს ელვისებრი მიმდინარეობა, რაც ვლინდება ანთების სწრაფი პროგრესირებითა და სეპტიკური მოვლენების განვიტარებით. შესაძლებელია წარმოიქმნას ჩირქოვანი თრომბოფლებიტის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის საშიშროება.

Read More