Tag Archives: რენტგენოლოგიურად

ბაუგინიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბაუგინიტი – ბაუგინის სარქველის ანთებითი დაზიანება. აღინიშნება ენტერიტებისა და კოლიტების დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი მარჯვენა ილეოცეკურ არეში, მეტეორიზმი, კუჭის მოქმედების დარღვევა. პალპაციით მარჯვენა ილეოცეკური მიდამო მტკივნეულია, ხშირია ყურყური. ბაუგინის სარქველის ანთების ნიშნები შესაძლოა გამოვლინდეს რენტგენოლოგიურად ნაწლავის გამოკვლევით და კოლონოსკოპიის დროს; ზოგჯერ ვლინდება ბაუგინის სარქველის უკმარისობა. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

ბარშონ – ტაშენფორდის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ბარშონ – ტაშენფორდის სინდრომი – (სინ.: მრავლობითი ფუნქციონალური დივერტიკულები, დაკლაკნილი საყლაპავი) საყლაპავის დაავადება, რომელიც ხასიათდება მისი კედლების სპასტიკური შეკუმშვებით. კლინიკურად აღინიშნება დისფაგია, ხშირად არამუდმივი, ზოგჯერ ტკივილი გულმკერდის უკან, რომელიც ახდენს სტენოკარდიის სიმულაციას; დიაგნოსტირდება მხოლოდ რენტგენოლოგიურად. გაფრთხილება! ბმულები: 1. საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2. სამედიცინო ლიტერატურა  3. საპატრიარქოს ქართული

Read More