Posts Tagged ‘რესპირატორული ინფექცია’
”პრობლემური წამლები” . ენდრიუ ჩეტლი
წარმატებული ვაჭრობა პლაცებოთი
ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ავადდება „ჩვეულებრივი გაციებით“. მისი სიმპტომები კარგადაა ცნობილი: ანთებითი ყელი, ამოვსებული ანუ „ცინგლიანი“ ცხვირი, ცემინება, შესაძლოა მაღალი სიცხეც, ტკივილები, ხანდახან კი გამაღიზიანებელი ხველებაც.
მიზეზიც კარგადაა ცნობილი – ვირუსების 5 ოჯახს მიკუთვნებული 200 სხვადასხვა შტამიდან ერთ-ერთი. გაციებითი დაავადებების 30%-დან 50%-მდე გამოწვეულია რინოვირუსებით, ხოლო კორონავირუსებზე მოდის გაციების საერთო რიცხვის 15%-დან 20%-მდე. რესპირატორულ-სინციტიალური, გრიპის, პარაგრიპისა და ადენოვირუსები იწვევენ დანარჩენი გაციებითი დაავადებების უმრავლესობას [11]. Read the rest of this entry »
Viewed 8426 times by 4085 viewers




