ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ნაადრევი სქესობრივი განვითარება – სქესობრივი მომწიფება გოგონებში 8 წლისა და ბიჭუნებში 10 წლის ასაკამდე. ეტიოლოგია, პათოგენეზი. პათოლოგიური პროცესების დროს ჯალღუზისებრ ჯირკვალში, ჰიპოთალამუსის მიდამოში ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზურ სისტემაში ვითარდება ცვლილებები, რომლებიც მოგვაგონებს ცვლილებებს ნორმალური სქესობრივი მომწიფების დროს და იწვევს ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების სეკრეციის გაძლიერებას, რაც თავის მხრივ აჩქარებს
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ინფორმოსომები – (informosomata ლათ.informare – შეტყობინება და ბერძნ.soma, somatos – სხეული) რიბონუკლეოპროტეიდული ნაწილაკები, რომლებიც ბლასტომერების ბირთვებში წარმოიქმნებიან გაყოფის დროს. ციტოპლაზმაში მოხვედრისას მათ გადააქვთ გენეტიკური ინფორმაცია, რამდენიმე ხნის განმავლობაში თავისუფალ მდგომარეობაში რჩებიან და რიბოსომებს არ უერთდებიან. ჩანასახის განვითარების უფრო მოგვიანებით სტადიებზე ინფორმოსომები უერთდება რიბოსომებს, რომლებშიც მანამდე ცილების სინთეზი