Tag Archives: რხევა

ფლუქტუაცია

ფლუქტუაცია – (ლათ. fluctuatio – ღელვა, რხევა)  სითხის არსებობის სიმპტომი დახურულ, ჩვეულებრივ, ზედაპირულად განლაგებულ ღრუში ელასტიკური კედლით. ფლუქტუაციის გამოსავლენად მკვეთრი ხანმოკლე მოძრაობით აწვებიან გამოსაკვლევ მიდამოს, რის შედეგადაც შეიგრძნობა პალპირებადი ზედაპირის ზამბარისებრი მოძრაობა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი  

სეისმოკარდიოგრაფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სეისმოკარდიოგრაფია – (ბერძ. Seismos რხევა) გულის მოქმედებით გამოწვეული გულმკერდის მექანიკური რხევების (ვიბრაციის) რეგისტრაციის მეთოდი; გამოიყენება გულის შეკუმშვათა ძალისა და გულის ციკლის ფაზური ანალიზის შესასწავლად. რეგისტრირებული რხევების სიშირის დიაპაზონი მდებარეობს 0,1 – 60 ჰც – ის ფარგლებში. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა