Tag Archives: სათესლის

ფემინიზაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფემინიზაცია – (ლათ. femina – ქალი) მედიცინაში – მამაკაცებში ქალის მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენა. აღინიშნება ჰიპოგონადიზმის, კლაინფენტერის სინდრომის, ასევე სათესლის, თირკმელზედა ჯირკვლების, ჰიპოფიზის ზოგიერთი სიმსივნის და სხვ. დროს. 2.  მამრობით ორგანიზმში მდედრობითი მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

სპერმატოცელე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სპერმატოცელე – სათესლის ან მისი დანამატის ცისტა, რომელიც შეიცავს სითხეს სპერმატოციტებისა და სპერმატოზოიდების შენარევით. შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ჩვეულებრივ სპერმატოცელე ნელა იზრდება და არ იწვევს უსიამოვნო შეგრძნებებს. აუცილებლობისას ატარებენ ოპერაციულ მკურნალობას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა