Tag Archives: სამკურნალო ნივთიერება

გლიკობიოლოგია

განმარტებითი ლექსიკონი გლიკობიოლოგია – ნახშირწყლების და ნახშირწყლოვანი ნაერთების (განსაკუთრებით გლიკოპროტეინების) ქიმიური, ბიოქიმიური შემადგელობის და სხვა ასპექტების შესწავლა.გლიკოპროტეინების შაქრის მოლეკულის აგებულების და  მისი როლის ზუსტი დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამკურნალო ნივთიერების შექმნისთვის (მაგალითად, ქსოვილოვანი პლაზმინოგენური აქტივატორები, იმუნურ სისტემაზე მოქმედი პრეპარატები, ანტივირუსული სამკურნალო ნივთიერებები და რევმატოიდური ართრიტის საწინააღმდეგო საშულებები).

კალციუმის ანტაგონისტი

განმარტებითი ლექსიკონი კალციუმის ანტაგონისტი – სამკურნალო ნივთიერება,რომელიც თრგუნავს  კალციუმის იონების მოხვედრას კარდიომიოციტებში და გლუვი მუსკულატურის უჯრედებში .გულის კუნთის შეკუმშვის ძალის დაქვეითებას ხელს უწყობს,გულის კუნთში იმპულსების გამტარობას ამცირებს და სისხლძარღვების გაგანიერებას იწვევს.კალციუმის ანტაგონისტებია ამლოდიპინი,დილტიაზემი,ნიკარდეპინი,ნიფედიპინი და ვერაპამილი,რომლებიც სტენოკარდიის მკურნალობისთვის და მომატებული სისხლსის წნევის დასაქვეითებლად გამოიყენება.