Tag Archives: სანერწყვე ჯირკვლების კიბო

სანერწყვე ჯირკვლების კიბო

სანერწყვე ჯირკვლების კიბო

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სანერწყვე ჯირკვლების კიბო ავთვისებიანი სიმსივნეები ხშირად ვითარდება ყბა-ყურა ჯირკვალში, იშვიათად ყბისქვეშა და ენისქვეშა ჯირკვლებში. სჭარბობს ცილინდრომები (ადენოკისტოზური კარცინომა), ადენოკარცინომა, იშვიათად ეპიდერმული კარცინომები და ნაკლებდიფერენცირებული კიბო. ცილინდრომებს გააჩნიათ მკვრივი კაფსულა, იზრდებიან ნელა, ძნელად გადანაცვლდებიან, იწვევენ ძლიერ ტკივილს, მიმიკური მუსკულატურის დამბლას. ამ სიმსივნისათვის დამახასიათებელია ჰემატოგენური მეტასტაზირება (ფილტვებში, ძვლებში). ავადმყოფთა 10%-ს აღენიშნება მეტასტაზები კისრის ლიმფურ კვანძებში. ავთვისებიანი სიმსივნეები, რომელთათვისაც დამახასიათებელია სხვაგვარი ჰისტოლოგიური აგებულება, იზრდებიან სწრაფად; გამოხატული არ არის სიმსივნის მკაფიო საზღვრები, კანი და კანქვეშა ქსოვილი განიცდის ინფილტრაციას. პროცესში ერთვება სახისა და სხვა ნერვები. ავადმყოფთა 50%-ს აღენიშნება მეტასტაზები კისრის ლიმფურ კვანძებში. სანერწყვე ჯირკვლების კიბო შესაძლოა წარმოიქმნას ამ ორგანოს ხანგრძლივად არსებული შერეული სიმსივნის გაავთვისებიანების შედეგად.

Read More