მკურნალობა უცხოეთში

სამედიცინო ენციკლოპედია

nostalgia

Posts Tagged ‘სარკომა’

ლალი დათეშიძე

პათოლოგიები, კვლევის მეთოდები (ნაწილი III)
დასაწყისი იხ. >>>

is+სიმსივნეები
წინამდებარე ჯირკვალში გვხვდება კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები. კეთილთვისებიან სიმსივნეებს მიეკუთვნება წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, რომელიც გამოდის ჯირკვლის კრანიალური ნაწილიდან. ავთვისებიანი სიმსივნეებიდან უხშირესად გვხვდება წინამდებარე ჯირკვლის კიბო, იშვიათად სარკომა.

წინამდებარე ჯირკვლის კიბო ჩვეულებრივ გვხვდება 50 წელს გადაცილებულ პირებში და შეადგენს მამაკაცებში ყველა ავთვისებიანი წარმონაქმნების დაახლოებით 5%-ს. ეტიოლოგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენდოკრინული ბალანსის დარღვევას. ცნობილია, რომ წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილების ჰორმონული მგრძნობელობის ცვლილების და ენდორკინული სისტემაში გადახრების (მაგ., ხანშიშესულ ასაკში) დროს სასქესო ჰორმონებმა შესაძლოა იმოქმედონ როგორც ონკოგენურმა ნივთიერებებმა. Read the rest of this entry »

Viewed 4113 times by 1894 viewers

konsultaciebi

vaka

baneri