Tag Archives: სასახსრე

ძვლისაზრდელა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლისაზრდელა – 1. პერიოსტეუმი (ბერძნ. peri – ირგვლივ და osteon – ძვალი), შემაერთებელქსოვილოვანი შალითა რომლითაც დაფარულია ძვალი მთლიანად, სასახსრე ზედაპირების გარდა. ძვლისაზრდელა შედგება გარეთა ბოჭკოვანი, სისხლძარღვებით და მგრძნობიარე ნერვული დაბოლოებებით მდიდარი, შუა  –  ფიბროელასტიკური (შედგება კოლაგენური ბოჭკოებისაგან) და შიგნითა – ძვლის წარმომქმელი (ოსტეოგენური) შრეებისაგან; უკანასკნელი საგანგებო ბოჭკოებით

Read More

ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი – ვითარდება პირველადი ტუბერკულოზური კერიდან ჰემატოგენური გზით ინფექციის გადატანის შემთხვევაში. ავადდებიან უპირატესად ბავშვები სიცოცხლის პირველი 10 წლის განმავლობაში. უხშირესად ტუბერკულოზით ზიანდება ხერხემალი და მსხვილი სახსრები, თუმცა შესაძლოა დაზიანდნენ სხვა ძვლებიც. უმეტეს შემთხვევაში ტუბერკულოზური კერა ლოკალიზებულია ძვლის სასახსრე ბოლოს ეპიფიზში. თავდაპირველად წარმოიქმნება იზოლირებული კერა,

Read More