Tag Archives: საქარიდების

ჰურლერ – პფაუნდლერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰურლერ – პფაუნდლერის სინდრომი – გარგოილიზმი, ლიპოქონდროდისტროფია. მემკვიდრეობითი დაავადება, რომლის მიზეზია ქსოვილთა უჯრედების უუნარობა მოახდინონ მაღალმოლეკულური წონის ნივტიერების (მუკოპოლისაქარიდები) მეტაბოლიზმი. გადაცემა ავტოსომურ – რეცესიული ტიპით. კლინიკა: თავის არასწორი ფორმა, ჩავარდნილი ცხვირის ძვალი, ფართო ნესტოები, სქელი ტუჩები, ყურის ბიბილოების დეფორმაცია, რაც მოგვაგონებს, მახინჯ – გარგოლის სახეს, კანის გასქელება,

Read More

ამილაზა

ამილაზა – ფერმენტი, რომელიც აკატალიზებს სახამებლის, გლიკოგენისა და მონათესავე პოლი და ოლიგო – საქარიდების ჰიდროლიზურ რეაქციებს. სისხლსა და შარდში ამილაზას მომატებული შემცველობის (აქტიურობის) განსაზღვრა გამოიყენება პანკრეატიტის სადიაგნოსტიკოდ, რომლის დროსაც ხდება კუჭქვეშა ჯირკვლის დაშლა და სისხლში ფერმენტის გამოყოფა. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი