Tag Archives: სეკრეციით

ჰიპოგონადიზმი

ჰიპოგონადიზმი – კლინიკური სინდრომი, რომელიც განპირობებულია საკვერცხეების ან სათესლეების მიერ სასქესო ჰორმონების დაქვეითებული სეკრეციით. მისი ძირითადი ნიშანია მეორადი სასქესო ნიშნების არარსებობა ან განუვითარებლობა. შესაძლოა იყოს თანდაყოლილი (მაგ. კლაინფენტერის სინდრომის დროს), ან აღინიშნებოდეს კრიპტორქიზმის დროს, სასქესო ჯირკვლების ტოქსიკური, ინფექციური, სხივური დაზიანებისას, ჰიპოთალამურ – ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევისას. ჩვენების მიხედვით ტარდება თერაპია ჰორმონალური პრეპარატებით. გაფრთხილება! ლალი დათეშიძე,

Read More

დიენცეფალური (ჰიპოთალამური) სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი დიენცეფალური (ჰიპოთალამური) სინდრომი – დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება შუამდებარე ტვინის ჰიპოთალამური მიდამოს დაზიანების დროს. ვლინდება ვეგეტატიური, ენდოკრინული, ცვლითი და ტროფიკული დარღვევებით, რომელიც განსაკუთრებით მკაფიოდაა გამოხატული უშაქრო დიაბეტის სიმპტომთკომპლექსით, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადეკვატური სეკრეციით, კახექსიით, ადიპოზურ – გენიტალური დისტროფიითა და ლაქტორეა – ამენორეით. საჭიროა აღინიშნოს გაუმართლებელი ტენდენცია დიენცეფალური სინდრომის

Read More