Tag Archives: სენსიტიური

სენსიტიურობა, სენსიტიური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

1. სენსიტიურობა – (ფსიქოლოგია) (ლათ. sensus – გრძნობა, შეგრძნება) – ადამიანის დამახასიათებელი თავისებურება, რომელიც გამოიხატება მასზე გადამხდარი მოვლენებისადმი მომატებული მგრძნობელობით, მიმდინარე მომატებული აფორიაქებით, ახალი სიტუაციების, ადამიანების, მოვლენების შიშით. სენსიტიური ადამიანებისათვის დამახასიათებელია მოუხერხებლობა, სიმორცხვე, შთაბეჭდილებიანობა, გარდასული ან მომავალი მოვლენების ხანგრძლივი განცდა, უკმარისობის გრძნობა (იხ. არასრულფასოვნების კომპლექსი), საკუთარი თავისადმი მორალური მოთხოვნილების მომატების განვითარების ტენდენციით.

Read More

რუსილევის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რუსილევის სინდრომი – მემკვიდრეობითი პოლინევროპათიის იშვიათი ვარიანტი, რომელიც ვლინდება სიცოცხლის პირველ წლებში წვივის კუნთების,  შემდეგ კი მტევნების ატროფიით და სისუსტით, არეფლექსიით და სენსიტიური ატაქსიით, რომელიც გამოწვეულია ღრმა მგრძნობელობის დარღვევით. გაფრთხილება! ბმულები: 1.დიეტები 2.ორსულობა და მშობიარობა