ქორეა
ქორეა chorea
ქორეა – ჰიპერკინეზი, რომელიც ხასიათდება კიდურების, ტანისა და სახის კუნთების გაფანტული, უწესრიგო ბიძგებით. ავადმყოფები მოუსვენრად არიან, მუდმივად აღენიშნებათ გრიმასები, წამდაუწუმ ეხეთქებიან გარემომცველ საგნებს, ძნელად ინარჩუნებენ მიღებულ პოზას. ბიძგები წყვეტენ ნებით მოძრაობას, იწვევენ მის არაკოორდინირებულობას; ტიპიურია ცეკვისებრი სიარულის მანერა. ორალური ჰიპერკინეზების შედეგად ვითარდება დიზართრია, მძიმე შემთხვევებში ავადმყოფებს საერთოდ არ შეუძლიათ ლაპარაკი. ქორეის განვითარებაში მცირე მნიშვნელობა აქვს სტრიის სტრუქტურებისა და ნათხემის დაზიანებას.