Tag Archives: სიმალურად

ფიშერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფიშერის სიმპტომი – (Th.  Fischer,   ინგლ.  ექიმი)   1. სისტოლური შუილი ან მსტვინავი ხიხინები, რომელიც მოისმინება გულმკერდზე ავადმყოფის თავის მაქსიმალურად უკან გადაწევისას; ნიშანია გულმკერდშიგა ლიმფური კვაძების გადიდებისა და მათ მიერ მსხვილ სისხლძარღვებზე და ჰაერგამტარ გზებზე ზემოქმედებისა; 2. პრესისტოლური შუილი, რომელიც მოისმინება შეხორცებითი პერიკარდიტის დროს გულზე ზეწოლით. გაფრთხილება! ბმულები:

Read More

სინათლის მიკროსკოპია

სინათლის მიკროსკოპია – უჯრედებისა და ქსოვილების გამოკვლევის ძირითადი მეთოდი სხვადასხვა კონსტრუქციის სინათლის მიკროსკოპების მეშვეობით, რომლებშიც ობიექტის გასანათებლად გამოყენებულია ხილული სპექტრების სხივები. სინათლის მიკროსკოპებს აქვს 0,2 მკ რიგის ხედვის და მაქსიმალურად 1500 – ჯერ შესაძლებელი გადიდების უნარი. სინათლის მიკროსკოპიის სახესხვაობებია ფაზურ­კონტრასტული, ინტერფერენციული, ანოპტრალური, პოლარიზაციუ­ლი და ბნელი არის მიკროსკოპია. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის

Read More